რუსეთი-ურუგვაი
25 ივნისი. სამარა. სტადიონი “სამარა-არენა“. დასაწყისი 18:00
მსაჯი: მალანგ დეიდიუ (სენეგალი)
ს. არაბეთი-ეგვიპტე
25 ივნისი. ვოლგოგრადი. სტადიონი “ვოლგოგრად-არენა“. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ვილმარ როლდან პერესი (კოლუმბია)
ურუგვაიმ და რუსეთმა ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გადაწყვიტეს სატურნირო ამოცანები და პლეი ოფში გავიდნენ. ურთიერთშეხვედრაში ისინი გაარკვევენ ჯგუფის გამარჯვებულს.
ორივე გუნდმა ორ-ორი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, განსხვავებულ სტილში. რუსებმა ორ დამაჯერებელ მოგებას მიაღწიეს და მეტოქეებს რვა ბურთი გაუტანეს, ურუგვაი კი ორი მინიმალური მოგებით შემოიფარგლა.
რუსები სამშობლოში გმირები არიან, ურუგვაელთა ვარსკვლავებს სუარესსა და კავანის კი ძალიან აკრიტიკებენ. თუმცა, ამ მატჩში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს – მოგება ურუგვაის პირველ ადგილს მოუტანს.
მეორე მატჩში ეგვიპტე და საუდის არაბეთი გაითამაშებენ ერთმანეთში “საპატიო” მესამე ადგილს. ცნობილი არ არის, ითამაშებს თუ არა ამ მატჩში სალაჰი, რომელიც, ჭორების თანახმად, კონფლიქტშია ფედერაციასთან.
ტურის ინტრიგა – იბრძოლებენ თუ არა გუნდები პირველი ადგილისთვის?
დიდი ალბათობით, პლეი ოფში რუსეთი და ურუგვაი ესპანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებენ. წყვილები გაირკვევა B ჯგუფის მატჩების დასრულების შემდეგ. ამიტომაც, რუსეთმა და ურუგვაიმ ჯერ არ იციან, რომელ ადგილზე ურჩევნიათ გასვლა. რუსეთისთვის ჯგუფში გამარჯვება ფანების სიხარულს ნიშნავს, ურუგვაისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს – რომელ ადგილს დაიკავებს.
ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მატჩში ინტრიგა ის არის, რომ ეგვიპტელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს მოუგიათ მატჩი.
ვის რა სჭირდება?
ურუგვაისა და რუსეთს 6-6 ქულა აქვთ. მათ შორის მოგებული, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ფრეს შემთხვევაში, პირველზე რუსეთი იქნება, რადგან ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.
წინა ტურების მატჩები
რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (90+1), 5:0 გოლოვინი (90+4)
ეგვიპტე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ხიმენესი (89)
რუსეთი-ეგვიპტე 3:1
გოლები: 1:0 ფათჰი (47-საკ. კარში), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73-პენ)
ურუგვაი-საუდის არაბეთი 1:0
გოლი: 1:0 სუარესი (23)
ახალი ამბები
ურუგვაის არ ეყოლება ცენტრალური მცველი ხოსე ხიმენესი, რუსებს კვლავინდებურად აკლიათ ალან ძაგოევი.
თუ ეგვიპტის 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარი მოედანზე გავა, ის გახდება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი. თუმცა, ეგვიპტელთა დამრიგებელს ექტორ კუპერს არ დაუდასტურებია მისი თამაში.
საუდის არაბეთს სამი ტრავმირებული ფეხბურთელი დააკლდება: ტაისერ ალ ჯასამი, ომარ ჰავსავი და მანსურ ალ-ჰარბი.
ურთიერთშეხვედრები
რუსეთს (სსრკ) რვიდან ექვსი მატჩი აქვს მოგებული ურუგვაისთვის (+6=1-1).
ერთადერთ ურთიერთშეხვედრაში საუდის არაბეთმა 5:1 დაამარცხა ეგვიპტე 1999 წელს, კონფედერაციათა თასზე.
საინტერესო ფაქტები
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპულ გუნდებთან ბოლო 17 მატჩში, ურუგვაიმ მხოლოდ ორი მოიგო (+2=6-9).
– ფერნანდო მუსლერა მე-100 მატჩს ჩაატარებს ნაკრებში.
– რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ოთხი მატჩი წაგებული აქვს სამხრეთამერიკულ გუნდებთან.
– რუსეთმა ამ ჩემპიონატზე უფრო მეტი გოლი გაიტანა (8), ვიდრე წინა ორ ჩემპიონატზე ერთად (6).
– საუდის არაბეთს 12 მატჩია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე (+0=2-10). გუნდს ბოლო 4 მატჩში გოლი არ აქვს გატანილი.
– ეგვიპტეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო რვა გოლი მეორე ტაიმში აქვს გაშვებული.
– ეგვიპტეს არასოდეს გაუმარჯვია მსოფლიოს ჩემპიონატზე (+0=2=4).
რა თქვეს მწვრთნელებმა
სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი):
“ორივე გუნდი ამ მატჩით იწყებს პლეი ოფისთვის მზადებას. მაგრამ, ამასთან, უნდა გადავწყვიტოთ – ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. გვინდა ჯგუფში პირველობა. კონცენტრირებული ვართ საკუთარ თავზე, ვსწავლობთ მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს. რა თქმა უნდა, მზად ვართ ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ. ადრე ყველას ეშინოდა სალაჰის. ახლა, შევეცდებით გავუმკლავდეთ სუარესსა და კავანის“.
ოსკარ ტაბარეთი (ურუგვაი):
“ჯერ არ გამოგვიყენებია საკუთარი პოტენციალი, ამიტომაც, მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. მსგავსი სიტუაცია ადრეც გვქონია”.
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი: მუსლერა – ვარელა, კოატესი, გოდინი, კასერესი – სანჩესი, ტორეირა, ბენტანკური, კ. როდრიგესი – სუარესი, კავანი.
რუსეთი: აკინფეევი – მარიო ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი – გაზინსკი, ზობნინი – სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი – სმოლოვი.
ს. არაბეთი: ალ ოვაისი – ალ ბრეიკი, ოს. ჰავსავი, ალ ბულაიჰი, ალ შაჰრანი – ოტაიფი – ბაჰერბი, ალ მოგაჰვი, ალ ფარაჯი, ალ დოუსარი – ალ მკვალადი.
ეგვიპტე: ელ შენავი – ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, აბდელ შაფი – ელნენი, ჰამედი – სალაჰი, ელ საიდი, ტრეზეგე – მოჰსენი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!