ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1 832-ს მიაღწია
ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1 832-ს მიაღწია

სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 1 832-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 812 ადამიანი ემსხვერპლა სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე, 1 020 ადამიანი კი სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებულ რაიონებში დაიღუპა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის პრესსპიკერის, ჯეიმს ელდერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში და თურქეთში მცხოვრებ სირიელ ლტოლვილებს. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში 1 449 ადამიანი დაშავდა, 2 300-ზე მეტი კი – ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიებზე.