ბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს აღწევს
ბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს აღწევს

რთველი 2021-ის ფარგლებში, კახეთში მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს აღწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 73 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის სამჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„გადამუშავებული ყურძნიდან 43,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 24 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის დღიური გადამუშავება რვა ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.