ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში მსხვერპლთა რაოდენობა 212-მდე გაიზარდა, ისრაელში გარდაცვლილია ათი ადამიანი
ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში მსხვერპლთა რაოდენობა 212-მდე გაიზარდა, ისრაელში გარდაცვლილია ათი ადამიანი

კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმებს 212 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 61 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 1500-ს აღემატება. შესაბამის მონაცემებს ალჯაზირა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ისრაელში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ჰამასის“ სარაკეტო იერიშებს ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვი. ისრაელის ქალაქებში დაშავებულია ასობით ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზას სექტორში ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმებს გააგრძელებს. სარაკეტო იერიშები გრძელდება ღაზას სექტორიდანაც. გვიან ღამით განგაშის სირენების ხმა ისმოდა სდეროთში, აშკელონსა და ბეერ-შევაში.