ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, ყველაზე დაბალი ისანში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის თბილისში ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, სადაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 101 571 მოქალაქიდან საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა ამომრჩეველთა 40,2%, ანუ 40 989 ამომრჩეველი. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისანშია – 33,4%. ისნის ოლქში 111 680 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე ჯერ მხოლოდ 37 448 ამომრჩეველია მისული.
აღსანიშნავია, რომ ისანში დედაქალაქის ოლქებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროსაც. 28 ოქტომბერს, 15:00 საათისთვის ისანში ამომრჩევლის მხოლოდ 25,2% იყო მისული.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემებით, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბის ოლქში იყო – 31,5%.