ბოლო მონაცემებით, ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევას 29 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი გარდაიცვალა.

ფუძიანის პროვინციაში მდებარე სასტუმროს შენობაში ის ადამიანები იყვნენ განთავსებულნი, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ისინი საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ.

სასტუმრო 7 მარტს ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში 80 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ცხრამ თავის დაღწევა შეძლო, 71 კი, ნანგრევებში მოყვა.

მოგვიანებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. საძიებო სამუშაოებში ათასზე მეტი მაშველი იყო ჩართული.

სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზები უცნობია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევის დროს შენობაში მყოფი 80 პირიდან 58 კარანტინში იმყოფებოდა და ყველა მათგანის შემთხვევაში კორნავირუსზე ტესტი  უარყოფითი აღმოჩნდა.

შენობა 2013 წელს აშენდა და 2018 წელს სასტუმროდ გადაკეთდა.