ბოლო ხუთ წელიწადში „იუვენტუსმა“ ახალ ფეხბურთელებზე მილიარდი დახარჯა, ლიგის ფინალისტი „ბაიერნი“ კი მე-19 ადგილზეა
პოპულარული პორტალის Transfermarkt-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელების შესაძენად დახარჯული თანხის ოდენობით ტურინის „იუვენტუსი“ ლიდერობს – 975.89 მილიონი ფუნტი, რაც მილიარდ ევროს აჭარბებს.
სიაში მეორე და მესამე ადგილებზე არც თუ ისე დიდი ჩამორჩენით „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან.
აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფინალისტი „ბაიერნი“ მე-19 ადგილზეა – 428.18 მილიონი ფუნტი.
ბოლო ხუთ წელიწადში კლუბების ტოპ-ათეული ყველაზე მეტი დანახარჯის მიხედვით:
- იუვენტუსი – 975,89 მლნ.
- ბარსელონა – 961,52 მლნ.
- მანჩესტერ სიტი – 958,41 მლნ.
- პარი სენ-ჟერმენი – 774,54 მლნ.
- მანჩესტერ იუნ – 752,49 მლნ.
- ჩელსი – 747,54 მლნ.
- ატლეტიკო – 712,45 მლნ.
- ინტერი – 677,29 მლნ.
- რეალი – 610,43 მლნ.
- მონაკო – 574,48 მლნ.