ბოლო ხუთ წელიწადში „იუვენტუსმა“ ახალ ფეხბურთელებზე მილიარდი დახარჯა, ლიგის ფინალისტი „ბაიერნი“ კი მე-19 ადგილზეა
ბოლო ხუთ წელიწადში „იუვენტუსმა“ ახალ ფეხბურთელებზე მილიარდი დახარჯა, ლიგის ფინალისტი „ბაიერნი“ კი მე-19 ადგილზეა

პოპულარული პორტალის Transfermarkt-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელების შესაძენად დახარჯული თანხის ოდენობით ტურინის „იუვენტუსი“ ლიდერობს – 975.89 მილიონი ფუნტი, რაც მილიარდ ევროს აჭარბებს.

სიაში მეორე და მესამე ადგილებზე არც თუ ისე დიდი ჩამორჩენით „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან.

აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფინალისტი „ბაიერნი“ მე-19 ადგილზეა – 428.18 მილიონი ფუნტი.

ბოლო ხუთ წელიწადში კლუბების ტოპ-ათეული ყველაზე მეტი დანახარჯის მიხედვით:

  1. იუვენტუსი – 975,89 მლნ.
  2. ბარსელონა – 961,52 მლნ.
  3. მანჩესტერ სიტი – 958,41 მლნ.
  4. პარი სენ-ჟერმენი – 774,54 მლნ.
  5. მანჩესტერ იუნ – 752,49 მლნ.
  6. ჩელსი – 747,54 მლნ.
  7. ატლეტიკო – 712,45 მლნ.
  8. ინტერი – 677,29 მლნ.
  9. რეალი – 610,43 მლნ.
  10. მონაკო – 574,48 მლნ.