ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა – 26 417 შემთხვევა ბოლო ერთ დღეში.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 1 156 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსი 438 238 ადამიანს დაუდასტურდა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 26 754-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევებით, ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.