ბოლო ექვს თვეში პირველად, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ბოლო ექვს თვეში პირველად, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ბოლო ექვს თვეში პირველად, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მცირემასშტაბიანი ბატალიონის დონის სამხედრო მანევრებში ორივე ქვეყნის 500 საზღვაო ქვეითი და სადესანტო-მოიერიშე სამხედრო ავტომობილები იღებენ მონაწილეობას.

აშშ-ის მხრიდან წვრთნებში საზღვაო ქვეითების მესამე საექსპედიციო კორპუსის სამხედროები არიან ჩართული. აღნიშნული კორპუსი იაპონიაშია ბაზირებული. სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე წვრთნების მიზანი ერთობლივი თავდაცვითი მდგომარეობის მხარდაჭერა და ურთიერთქმედების დონის ამაღლებაა.

2018 წლის დასაწყისში 18 მსგავსი სამხედრო წვრთნა დაიგეგმა, თუმცა სამხრეთ და ჩრდილო კორეას შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე, მანევრების ნაწილი გაუქმდა.

დატოვე კომენტარი