ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 38 148 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 232 ინფიცირებული

11:29, 26.08.2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 38 148 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 232 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 777 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 178 477-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

მსგავსი