ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 410 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 410 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 107.8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 12 958 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, ინფექციით 2 373 398 ადამიანი გარდაიცვალა.
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.