ბოლო 27 წელიწადში პირველად თურქული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ - ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილე ცნობილია - წილისყრა ხუთშაბათს, 20 საათზე #1TVSPORT
ბოლო 27 წელიწადში პირველად თურქული კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ - ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილე ცნობილია - წილისყრა ხუთშაბათს, 20 საათზე #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო მატჩების შემდეგ ცნობილია ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე. 32 გუნდი წილისყრის წინ ოთხ კალათად არის დაყოფილი.

 

I კალათი – რეალი, აინტრახტი, მანჩესტერ სიტი, მილანი, ბაიერნი, პსჟ, პორტუ, აიაქსი;

II კალათი – ლივერპული, ჩელსი, ბარსელონა, იუვენტუსი, ატლეტიკო, სევილია, ლაიპციგი, ტოტენჰემი;

III კალათი – დორტმუნდი, ზალცბურგი, შახტარი, ინტერი, ნაპოლი, ბენფიკა, სპორტინგი, ლევერკუზენი;

IV კალათი – რეინჯერსი, დინამო (ზ), მარსელი, კოპენჰაგენი, ბრიუგე, სელტიკი, პლზენი, მაკაბი (ჰ).

წილისყრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

 

საგულისხმოა ორი საინტერესო ფაქტი:

* თურქული კლუბები 1995-96 წლების სეზონის შემდეგ პირველად არ იქნებიან ჯგუფურ ეტაპზე.

2007 წლის შემდეგ პირველად ჯგუფურ ეტაპზე ერთდროულად მოხვდნენ შოტლანდიური გრანდები – „სელტიკი“ და „რეინჯერსი“.

 

როდის არის მატჩები?

ჯგუფური ეტაპი 6-7 სექტემბერს დაიწყება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამო, კალენდარი შემჭიდროებულია და უკვე 2 ნოემბერს ჯგუფური ეტაპი დასრულებული იქნება.

I ტური – 6-7 სექტემბერი

II ტური – 13-14 სექტემბერი

III ტური – 4-5 ოქტომბერი

IV ტური – 11-12 ოქტომბერი

V ტური – 25-26 ოქტომბერი

VI ტური – 1-2 ნოემბერი