ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა
სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში სამხრეთ კორეაში ვირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ქვეყანაში 433-მდე გაიზარდა.
როგორც სამხრეთ კორეის ვიცე-მინისტრმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ახალ ფაზაში გადავიდა.
„ბიბისის“ ცნობით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ დეგუში მდებარე სამედიცინო ცენტრებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს იღებს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის დაფიქსირებული. ქვეყანაში კორონავირუსით ორი პაციენტია დაღუპული.