ბოლო 24 საათში, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით 761 ადამიანი გარდაიცვალა

23:30, 17.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით 761 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 18 861-მდე გაიზარდა.

„როიტერის“ ცნობით, უკვე მესამე დღეა, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი იკლებს. ამასთანავე, შემცირებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში მოთავსებული პაციენტების რიცხვიც და ის 6 027-ს შეადგენს. ეს აპრილის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი