ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 139 ადამიანი
ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 139 ადამიანი

ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ ინფორმაციას.

მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების ავიაიერიშები მიმართული იყო სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის წინააღმდეგ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე ტერორისტები, იარაღისა და ნაღმების საწყობები და ტერორისტული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები იყო.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ღაზაში, სულ მცირე, 139 პალესტინელი დაიღუპა.