ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 738 ადამიანი დაიღუპა

15:26, 25.03.2020

ესპანეთში ახალი კორონავირუსით, „კოვიდ 19“-ით ბოლო 24 საათში 738 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს 3 434 ადამიანი ემსხვერპლა.

კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობით, ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო. ჩინეთში ვირუსით სულ 3 285 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი