ბოლნისში კორონავირუსი კარანტინში მყოფ ხუთ პირს დაუდგინდა, ისინი სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან
ბოლნისში კორონავირუსი კარანტინში მყოფ ხუთ პირს დაუდგინდა, ისინი სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან

დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ბოლნისში ხუთ პირს დაუდგინდა.

ხუთივე ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალია. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

დღეს დადგენილი ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის 93 დადასტურებული შემთხვევაა.

ამასთან, გუშინ გადაგზავნილი 38 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ისინი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იყვნენ.

ასევე, დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფ ორ პაციენტთან დაკავშირებით ელოდებიან.