ბოლნისის ტუფის საბადოზე ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა
ბოლნისის ტუფის საბადოზე ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალავერის მიმდებარედ, ტუფის (მოსაპირკეთებელი) 5-წლიანი მოპოვების ლიცენზიის გასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მსუბუქი მასის გამო, ტუფი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო მასალად. მისი თვისებებიდან გამომდინარე მასზე მუშაობა ადვილია და გამოყენება შესაძლებელია, როგორც სამშენებლო ბლოკის, ასევე ფასადების ჩუქურთმების დასამზადებლად.