ბოლნისის სოფელ რაჭისუბანში სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

17:15, 10.05.2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში უხვმა ნალექმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ზარალის დათვლას გამგეობაში ხვალ დილიდან დაიწყებენ.

სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა გურჯაანის სოფელ ბაკურციხეშიც. როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დასეტყვილა.

ასევე ნათესები და ხეხილი დაისეტყვა წინანდალსა და კისისხევში. თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მოსავლის 10% დაზიანებულია.

მსგავსი