ბოლნისის „სიონში“ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუნდი ერთდროულად რამდენიმე მოთამაშემ დატოვა.
„სიონიდან“ წავიდნენ მეკარე თორნიკე ზარქუა, მცველი გიორგი გაფრინდაშვილი და ნახევარმცველები – ლაშა მანაგაძე და დავით რაჟამაშვილი.
რაჟამაშვილმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. ზარქუამ „სიონიდან“ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და კლუბთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. სად გააგრძელებს 28 წლის მეკარე კარიერას, ჯერ უცნობია.
ლაშა მანაგაძე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით, ლიგა 2-ის ბინადარ „გაგრაში“ ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე შედგა. 24 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში ასპარეზობის უფლება უკვე მიიღო. გაფრინდაშვილი კი ლიგა2-ის ლიდერ, თბილისის „მერანში“ გადავიდა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ჩემპიონატის მესამე წრეში „სიონში“ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ბათუმის „დინამოდან“ მეკარე, ოთო გოშაძე მიიწვია, ხოლო „საბურთალოდან“ – ნახევარმცველი ბექა გვარაძე.