ბოლივიის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბოლივიის შეიარაღებულ ძალებს მთავრობა აკონტროლებს
ბოლივიის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბოლივიის შეიარაღებულ ძალებს მთავრობა აკონტროლებს.
ბოლივიის თავდაცვის მინისტრმა, ედმუნდო ნოველომ ერს მიმართა და აღნიშნა, რომ გადატრიალების მცდელობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდებიან.
მინისტრმა დასძინა, რომ მთავრობას აქვს „სრული და აბსოლუტური კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე“.
შეგახსენებთ, ბოლივიელმა ჯარისკაცებმა ცენტრალური მოედანი დაიკავეს და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, რის შემდეგაც მათი ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავეს.
გენერლის დაკავების შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლიდან უკან დახევა დაიწყეს და მოედანი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიკავეს.