ბოლივიაში გადატრიალების მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავეს
ბოლივიაში გადატრიალების მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავეს

ბოლივიის პოლიციამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ზუნიგა მას შემდეგ დააკავეს, რაც ჯარისკაცები, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქ ლა პასში, პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. გენერლის დაკავების შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლიდან უკან დახევა დაიწყეს და მოედანი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიკავეს.

ბოლივიის მთავრობამ და საერთაშორისო ლიდერებმა გადატრიალების მცდელობა დაგმეს. ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ  მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობა გააკრიტიკა და ქვეყნებს საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდა.