ბოლივიაში აქციების ახალი ტალღის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა
ბოლივიაში აქციების ახალი ტალღის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა

ბოლივიაში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დროს ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ამერიკათაშორისი კომისია ავრცელებს.

ამაგვარად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს დაწყებული არეულობების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, დაშავებულია 122 ადამიანი.

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ბოლო შეტაკებისას სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა ბოლივიის არმიისა დ აპოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება გააპროტესტა. ბაცელეტის თქმით, სიტუაცია ქვეყანაში შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

ევრო მორალესმა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა ათ ნოემბერს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე დატოვა და მექსიკაში გაიქცა. დემონსტრანტებმა ის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. მორალესის გადადგომის შემდეგ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟანი ანიესი გახდა, რომელმაც გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა. მას შემდეგ ქვეყანაში ევო მორალესის მომხრეთა დემონსტრაციები არ წყდება.