ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელები ცრემლსადენი აირით მოიწამლნენ - ლიბერტადორესის თასის ფინალი შეიძლება გადაიდოს [ვიდეო]
ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელები ცრემლსადენი აირით მოიწამლნენ - ლიბერტადორესის თასის ფინალი შეიძლება გადაიდოს [ვიდეო]

ლიბერტადორესის თასის ფინალის მეორე მატჩის წინ, „რივერ პლეიტის“ ფანებმა ქვები დაუშინეს „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს და რამდენიმე შუშა ჩაამტვრიეს.

ამით პრობლემები არ დასრულებულა. სტადიონთან ახლოს, „ბოკას“ ავტობუსი ცრემლსადენი აირის ღრუბელში მოექცა. ერთი ვერსიით, აირი „რივერის“ ფანებმა გაუშვეს, მეორე ვერსიით – პოლიციამ, რომელიც გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდა.

„ბოკა ხუნიორსის“ რამდენიმე ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, ზოგიერთს გულიც აერია. ინციდენტის გამო, ფინალის მეორე მატჩის დაწყების დრო შეიძლება გადაიწიოს ან საერთოდაც თამაში სხვა დღეს გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ ფინალის პირველი მატჩი 2:2 დასრულდა.