ბოიან კრკიჩმა „სტოკ სიტისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა
ბოიან კრკიჩმა „სტოკ სიტისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

ინგლისური „სტოკ სიტის“ თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი კლუბს დატოვებს. 28 წლის ესპანელმა კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ კლუბთან მოილაპარაკა. აღნიშნულ ინფორმაციას „სქაი სპორტსი“ (Sky Sports) ავრცელებს.

კრკიჩი ინგლისურ კლუბში „ბარსელონადან“ 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ, იგი „სტოკმა“ არენდის წესით ორჯერ გაასხვისა – „მაინცში“ და „ალავესში“. აგრეთვე, კარიერის განმავლობაში თავდამსხმელი „რომაში“, „მილანში“ და „აიაქსში“ ასპარეზობდა.

2018/2019 წლების სეზონში მან „სტოკის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.