ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოს, არამედ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას
ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოს, არამედ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას

რუმინეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოს, არამედ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვეხმარებით მოლდოვას. ჩვენ გავხსენით ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, რომელიც დახმარებას უწევს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვასაც. ამავე დროს, ჩვენ უნდა განვიხილოთ მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოსი. სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ეს არ არის მხოლოდ გარემოებითი თხოვნა მოლდოვისთვის. კიშინოვში პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ევროპულ გზას. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ვიმუშავებთ ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებაზე“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.