ბოგდან აურესკუ - მივესალმები, რომ ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი
ბოგდან აურესკუ - მივესალმები, რომ ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი

მხარი დავუჭირე ილია დარჩიაშვილის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ილია დარჩიაშვილის ყოფნას მიესალმება.

„მივესალმები, რომ ჩვენი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.