ბოგდან აურესკუ - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხარდასაჭერად, უნდა გვქონდეს კონკრეტული შედეგები
ბოგდან აურესკუ - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხარდასაჭერად, უნდა გვქონდეს კონკრეტული შედეგები

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხარდასაჭერად, ამ ქვეყნებში რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად და უნდა გვქონდეს კონკრეტული შედეგები, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

შეხვედრზე ერთ-ერთი განსახილველი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.

„რუმინეთის გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და მზადება დეკემბერში დაგეგმილი სამიტისთვის. ჩემი თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წელს ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მომენტია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების მხარდასაჭერად, ამ ქვეყნებში რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად და უნდა გვქონდეს კონკრეტული შედეგები.

ჩემი აზრით, მდგრადობის უზრუნველყოფა, აღდგენის უზრუნველყოფა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში რეფორმების პროცესის მხარდაჭერა გადამწყვეტია. სხვა საკითხებთან ერთად, წარმოდგენილია რუმინეთის წინადადება, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებული პაკეტი მოიცავდეს მეტ დიალოგს და კოორდინაციას, რადგან ვიცით, რომ ამ პროგრამის წევრი ექვსი ქვეყნიდან ხუთს მათ ტერიტორიებზე გაჭიანურებული კონფლიქტები აქვთ. რუმინეთი მხარს უჭერს ამ საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში შეტანას“, – აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.