ბოგდან აურესკუ ​- მოვუსმენთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გავიგებთ, რით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ისინი რეფორმების პროცესში, რომელიც აუცილებელია სამომავლო წევრობისთვის
ბოგდან აურესკუ ​- მოვუსმენთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გავიგებთ, რით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ისინი რეფორმების პროცესში, რომელიც აუცილებელია სამომავლო წევრობისთვის

უკრაინაზე მსჯელობისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის თემის განხილვის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შეხვედრა, რომელიც ხვალ გვექნება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის გარანტირებასთან დაკავშირებით.

„მოვუსმენთ ამ ქვეყნებს, გავიგებთ მათი საჭიროებების შესახებ, რით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ისინი რეფორმების პროცესში, რომელიც აუცილებელია სამომავლო წევრობისთვის და ასევე აუცილებელია ჩვენი დახმარების გაზრდა მედეგობის გასაძლიერებლად.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გასულ წელს ბოლო სამიტის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად. ასე რომ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოვახდინოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტირება ახალ გარემოსთან და დავეხმაროთ ქვეყნებს რეფორმების განხორციელებაში, რომ ეს ქვეყნები უკეთ იყვნენ დაკავშირებული ევროკავშირთან და შევთავაზოთ მეტი კონკრეტული პროგრამა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო შესამჩნევი გახდეს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.