ნორვეგიული „ბოდო გლიმტი“ აგრძელებს სენსაციებს ჩემპიონთა ლიგაზე. ძირითადი ეტაპის ბოლო ორ ტურში „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“ დამარცხების შემდეგ სკანდინავებმა პლეიოფის პირველ მატჩში შინ მოუგეს შარშანდელ ფინალისტს „ინტერს“ – 3:1.
პირველ ტაიმში სონდრე ფეტმა და ფრანჩესკო ესპოსიტომ გოლები გაცვალეს. მეორე ტამში კი იენს ჰაუგემ და კასპერ ჰიოგმა გამარჯვება მოუტანეს „ბოდო გლომტს“. ჰიოგი შესანიშნავ ფორმაშია: იანვარში დუბლი შეასრულა „სიტისთან“, გამარჯვების გოლი ჰქონდა „ატლეტიკოსთან“ და ახლა 1+2 „ინტერთან“.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ნორვეგიელებმა ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩიდან რვაში, მინიმუმ, ორი გოლი გაიტანეს.
განმეორებითი მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.