ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკიდან დღეს კვლევაში 15 პაციენტი ჩაერთვება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკიდან დღეს კვლევაში 15 პაციენტი ჩაერთვება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დორისთვის 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსი დადასტურებულია 24 პაციენტთან.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, მათ კლინიკაში გუშინ ორი ახალი პაციენტი შეიყვნეს. მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში დამატებულია ორი ახალი პაციენტი. ჩვენს კლინიკაში გამოვლენილი არც ერთი არ არის. ორივე ახალი პაციენტი არის გადმოყვანილი თბილისის მედიცინის ცენტრიდან. არასრულწლოვანი არც ერთი არ არის. ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. დღეს 15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, ცხრა პაციენტია საყურადღებო“, განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

​ამასთან, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 18-წლამდე ასაკის შვიდი პაციენტია კორონავირუსით ინფიცირებული.