ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი დღეს 13 პაციენტს ჩაუტარდება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსზე ტესტი დღეს 13 პაციენტს ჩაუტარდება

ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 55 პაციენტია, მათგან 13 არის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა.

როგორც კლინიკის ინფექციონისტმა, ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 13 პაციენტიდან საყურადღებოა ხუთის მდგომარეობა, რომლებსაც პნევმონია აქვთ.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ არის. დღეს კვლევაში ჩაერთვება 13 ახალი პაციენტი. რაც შეეხება ჩვენს პაციენტებს,  ხუთს აქვს პნევმონია. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი პაციენტი, რომელიც მძიმეა, თუმცა არ არის მართვით სუნთქვაზე. არასრულწლოვნებს რაც შეეხება, ერთი სხვა კლინიკაშია გადაყვანილი. ხუთი მოზარდი კი, კვლავ რჩება ბოჭორიშვილის საყურადღებოა მათი მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.