ბოჭორიშვილის კლინიკის ექვსი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან სამი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის
ბოჭორიშვილის კლინიკის ექვსი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან სამი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 43-დან 10 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა და მათთან ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

ამასთან, რეანიმაციაში ორი პაციენტი იმყოფება.

„ბოლო 24 საათში გვყავს ექვსი ახალი პაციენტი, სამი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის გადმოყვანილი. ერთის გარდა, ახალი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ერთი პაციენტი თავიდანვე მძიმე იყო და რეანიმაციაში მოთავსდა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათ საკონტროლო კვლევა ჩაუტარდებათ.