ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ მათთან მოთავსებული ორი პაციენტი კორონავირუსისგან ​გამოჯანმრთელდა
ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ მათთან მოთავსებული ორი პაციენტი კორონავირუსისგან ​გამოჯანმრთელდა

ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმის, ხატია ხატიაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში დღეს კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ მოთავსებულია 42 პაციენტი, მათგან 22-თან გახლავთ დადასტურებული კოვიდინფექცია. 22 პაციენტიდან 18 წლამდე არის ექვსი პაციენტი. დღეს აღებულია ცხრა პაციენტთან ანალიზი, ისინი ელოდებიან პასუხს. ხოლო ხვალიდან უკვე კვლევაში ჩაერთვება ოთხი ახალი პაციენტი. 11-თან ვლინდება პნევმონია, ხოლო სამი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, საყურადღებო, თუმცა სტაბილური.

დღეს გახლავთ ორი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ასევე ჩვენს კლინიკაში გადმოვიდა ორი ახალი პაციენტი, ორივე გახლავთ მოზრდილი, დადასტურებული კოვიდით ბოლნისის კლასტერიდან“,- განაცხადა ხატიაშვილმა.

ექიმის თქმით, სასულიერო პირისა და მისი ოჯახის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

ამასთან, როგორც ხატია ხატიაშვილი აცხადებს, ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა არის სტაბილური, მათგან მხოლოდ ერთთან ვლინდებოდა პნევმონია, თუმცა რადიოლოგიური კვლევით არის დადებითი დინამიკა.