ბოჭორიშვილის კლინიკის 15 ახალ პაციენტს შორის 12 თეთრიწყაროდან, სამი კი მარნეულიდან არის
ბოჭორიშვილის კლინიკის 15 ახალ პაციენტს შორის 12 თეთრიწყაროდან, სამი კი მარნეულიდან არის

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამჟამად 62 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის 62 პაციენტიდან კორონავირუსი დადასტურებულია 49 შემთხვევაში.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, კლინიკაში გუშინ 15 ახალი პაციენტი მიიღეს, რომელთა ძირითადი სიმპტომი არის ცხელება.

„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 49 პაციენტს. 49 პაციენტიდან ათი პირი 18-წლამდე მოზარდია, სამი პაციენტი მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთ პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

ჩვენს კლინიკაში დამატებულია 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და სამი ბოლნისიდან. ძირითადი სიმპტომი არის ცხელება, ნაწილი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.