ბოჭორიშვილის კლინიკიდან გაწერილი ორი პაციენტიდან ერთი 72 წლის ასაკისაა
ბოჭორიშვილის კლინიკიდან გაწერილი ორი პაციენტიდან ერთი 72 წლის ასაკისაა

დილის მონაცემებით, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში 53 პაციენტია მოთავსებული იმ ფლიგელში, რომელიც ცხელების მქონე პაციენტებს და კოვიდ19-ს ემსახურება, მათ შორის ერთი მესამედი არასრულწლოვანია, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი 72 წლის.

„გუშინ მოხდა ერთი პაციენტის დამატება, რომლის მდომარეობაც სტაბილურია. არის სასიხარულო ამბავიც, ჩვენ გუშინ ორი პაციენტი გავწერეთ სახლში გაჯანმრეთელებული. ამაზე კარგი ამბავი არის ის, რომ განკურნება მოხდა 72 წლის ასაკში, მისი ორგანიზმიდან ვირუსი ალაგდა, პრაქტიკულად ჯანმრთელი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან“ , – განაცხადა იშხნელმა.

ამასთან, იშხნელის თქმით, ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი.

„ყველაზე ცუდი, რაც აქვს ინფექციას, ეს არის ის, რომ ძნელია ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა. იყო მოლოდინი  წინა ორშაბათს, რომ სავარაუოდო 1500 გვეყოლებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ მოლოდინმა არ გაამართლა. რის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

რა თქმა უნდა, ექიმები, რომლებიც წინა ხაზზე დგანან, ეს პირველია, მაგრამ არანაკლებს აკეთებს ყველა ის სამსახური, რომლებიც ჩვენთან არიან ასოცირებული. მე კარგად ვგრძნობ ამ ყველაფერს დაწყებული იმ მომარაგებიდან, რომელიც ჩვენთან მოდის, თუნდაც ჩვენი პაცინტების კვებით მომარაგება, თუნდაც ჩვენი, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

იშხნელის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პირები საფრთხეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ არის ყველას მიმართ მოწოდება, რომ სახლში დარჩნენ.

„საფრთე არის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ყველაზე დაცულები ვართ, ეს არის უსიპტომო გადამცემი პაციენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია დღევანდელ დღეს მთელ მსოფლიოში და ზუსტად ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, დარჩით სახლში“ ,- აღნიშნა კახა იშხნელმა.