ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 78 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 66 პაციენტს აქვს. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში დღეს „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელდა ერთი პირი.

„უკვე დადასტურებული პაციენტებიდან კი, 12 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი; ასევე ერთი პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული; 11 არის საყურადღებო; ველოდებით სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას. გარდა ამისა, ამ ეტაპზე რვა პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართავად. 11 საყურადღებო პაციენტში გამოხატულია ორმხრივი პნევმონია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიც საყურადღებო რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.