ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი კლინიკა „თიმის“ ექიმია

10:46, 17.04.2020

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. აქედან ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისის მედიცინის ცენტრიდან არის გადმოყვანილი.

როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა „თიმის“ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ გაღიმთ დაუდასტურდა. ასევე, ინფიცირებულია აღნიშნული კლინიკის ორი პაციენტიც.

მსგავსი