ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი რჩება, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი რჩება, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ. ამის შესახებ კლინიკის ინფექციონისტმა, ​მეგი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში არის 46 პაციენტი რჩება, რომელთაგან 24 არის „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, ბოჭორიშვილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას კოვიდინფიცირებული შვიდი არასრუწლოვანი.

„ამ ეტაპზე, ჩვენთან ახალი შემთხვევები არ ყოფილა. დღეს, კვლევაში ჩაერთო შვიდი პაციენტი. აღებულია მათთან ბიოლოგიური მასალა.

დაახლოებით 11 პაციენტი არის გართულებული პნევმონიით, რაც არის საყურადღებო, თუმცა არის მართვადი და გრძელდება მონიტორინგი და მკურნალობა. ამ 11 პირს შორის არის სასულიერო პირიც, რომელიც ჩვენთან დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მკურნალობს. მდგომარეობა არის სტაბილური, მართვადი და მიმდინარეობს მონიტორინგი სტანდარტულად“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.