ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, აქედან ხუთი მცირეწლოვანია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, აქედან ხუთი მცირეწლოვანია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, აქედან ხუთი მცირეწლოვანია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ნინო ალხაზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საყურადღებო და მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

„ამ ეტაპზე 48 პაციენტი იმყოფება კლინიკაში, აქედან კორონავირუსი დადასტურებული არის 13 პაციენტთან, ხოლო 16 პაციენტი არის კვლევაში, ველოდებით პასუხებს. ინფიცირებულების მდგომარეობას რაც შეეხება, ხუთი პაციენტი არის შედარებით საყურადღებო, აქედან გამოვყოფდი ერთს, რომლის მდგომარეობაც საყურადღებო და მძიმეა. არის ხუთი მცირეწლოვანი, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ახალი 16 პაციენტიდან, რომელის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და არის კვლევაში მათგან განმეორებითი გაჯანმრთელების პაციენტი არ არის. სტაბილური პაციენტები არიან, საშუალო სიმძიმის. ძირითადი სიმპტომები არის ცხელება, ხველა“,- განაცხადა ინფექციონისტმა.