ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო
ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.​

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 46 პაციენტი. მათგან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით. აქედან 18 წლამდე პაციენტია ექვსი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. ბავშვები თავს გრძნობენ კარგად. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით. ტარდება განმეორებითი კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული გამოჯანმრთელება არ გვაქვს. ჩვენთან შიდა გავრცელება არის, თუმცა, ყველა წყარო ცნობილია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.