ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეს კვლევაში კიდევ ათი პაციენტი ჩაერთვება
ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეს კვლევაში კიდევ ათი პაციენტი ჩაერთვება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 54 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 21 არის კოვიდ დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი რვა მოზარდი მკურნალობს.

„ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან 21 არის კოვიდ დადასტურებული. დამატებულია ხუთი პაციენტი. 21 პაციენტიდან რვა არის 18-წლამდე ასაკის. ამ რვიდან ერთს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. კვლევაში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული პაციენტებიდან ხუთ საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.