ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს

11:28, 02.05.2020

თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობენ, სამი გამოჯანრთელებული პაციენტი, რომელთა შორის ერთი მოზარდია, საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

ამ დროისთვის, კლინიკაში სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 71 პაციენტი რჩება, მათგან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 61 პაციენტს აქვს. აქედან 11 მოზარდია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ კვლავ კრიტიკული რჩება ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი