„ბნეი სახნინმა“ პაატა ღუდუშაურის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის, პაატა ღუდუშაურის ტრანსფერი ისრაელის კლუბმა, „ბნეი სახნინმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის მარჯვენა გარემარბმა ისრაელის ლიგატ ჰ’ალის (მთავარი ლიგა) კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ღუდუშაურისთვის კარიერაში მეოთხე კლუბია. აღსანიშნავია, რომ „ბნეი სახნინს“ 2019 წელს ქართველი სპეცალისტი გიორგი დარასელია წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილაში“ თამაშობდა, 2022 წელს კი ბათუმის „დინამომ“ დაიმატა და ბოლო პერიოდში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელიც 2023 წელს ეროვნული ლიგის სამ გამორჩეულ ფეხბურთელს შორის დაასახელეს.
ბათუმის „დინამოში“ პაატა ღუდუშაურმა 72 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.