„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინელი მაღალჩინოსნები Tik Tok-ის ამერიკული განყოფილების ილონ მასკისთვის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინელი მაღალჩინოსნები Tik Tok-ის ამერიკული განყოფილების ილონ მასკისთვის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ

ჩინელი მაღალჩინოსნები Tik Tok-ის ამერიკული განყოფილების ილონ მასკისთვის მიყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინეთის ოფიციალურ პირებს ურჩევნიათ, Tik Tok-ი ByteDance-ის მფლობელობაში დარჩეს.

სავარაუდო სცენარის მიხედვით, ჩინეთში განიხილავენ აპლიკაციის ამერიკული განყოფილების გადაცემას მასკის კომპანია X-ის (Twitter) კონტროლის ქვეშ.

ამერიკის მთავრობის მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჩინური კომპანია ByteDance-ი 19 იანვრამდე tik tok-ის ამერიკულ განყოფილებას თუ არ გაყიდის, ეს პოპულარული პლატფორმა ამერიკაში აკრძალვის საფრთხის რისკის ქვეშ დადგება.