„ბლუმბერგი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას შეცვლის საკითხი განიხილა
„ბლუმბერგი“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას შეცვლის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს ვაშინგტონში უკრაინის ამჟამინდელი ელჩის, ოქსანა მარკაროვას შეცვლის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ვაშინგტონში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებს შორის განიხილება მოქმედი პრემიერი დენის შმიგალი, ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო.

როგორც „ბლუმბერგს“ წყარომ განუცხადა, ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ამერიკულ მხარესთან განიხილოს უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 4 ივლისს შედგა.