„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი და ვარშავა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან
„ბლუმბერგი“ - ვაშინგტონი და ვარშავა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან

ვაშინგტონი და ვარშავა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, აშშ-ის პრეზიდენტი, შესაძლოა პოლონეთს ესტუმროს. ვაშინგტონი და ვარშავა ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, პირდაპირ შეიქმნას აშშ-ის სამხედრო ობიექტი პოლონეთში, თუ ამერიკული სამხედრო კომპონენტი თანდათან გაიზარდოს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ-ის და პოლონეთის წარმომადგენლები უკვე აღარ მიიჩნევენ მიზანშეწონილად, რომ სამხედრო ბაზას „ფორტ ტრამპი“ ეწოდოს.

ასევე, მიმდინარე კვირაში აშშ-ში ვიზიტი აქვს დაგეგმილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის.

ამჟამად, პოლონეთში როტაციული წესით აშშ-ის სატანკო ბრიგადაა ბაზირებული 3.5 ათასი ჯარისკაცით.

დატოვე კომენტარი