„ბლუმბერგი“ - ტრამპის მრჩევლებმა ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკების შესაძლებლობა განიხილეს
„ბლუმბერგი“ - ტრამპის მრჩევლებმა ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკების შესაძლებლობა განიხილეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლებმა განიხილეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტის მუქარამ, შესაძლოა, კიევი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

ტრამპის მრჩევლები ლარი კუდლოუ და რობერტ ო`ბრაიენი საჯაროდ უჭერენ მხარს რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას, რათა გავლენა მოახდინონ პუტინზე.