„ბლუმბერგი“ - რუსეთი სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უახლოვდება, რათა ახლო აღმოსავლეთში ორი სამხედრო ბაზა შეინარჩუნოს
„ბლუმბერგი“ - რუსეთი სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უახლოვდება, რათა ახლო აღმოსავლეთში ორი სამხედრო ბაზა შეინარჩუნოს

რუსეთი უახლოვდება შეთანხმებას სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან, რათა შეინარჩუნოს ორი სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ამ საკითხის მცოდნე ადამიანების თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რუსული ძალები დარჩნენ ტარტუსის საზღვაო პორტში და ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე. თუმცა „ბლუმბერგის“ წყარომ ასევე აღნიშნა, რომ სირიაში არასტაბილური სიტუაციის ფონზე სიტუაცია, შეიძლება, შეიცვალოს.

ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ რუსეთმა პირდაპირი კონტაქტი დაამყარა სირიის ისლამისტური მეამბოხე ჯგუფის, „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ პოლიტიკურ კომიტეტთან. მოსკოვში აცხადებენ, რომ დაჯგუფების ხელმძღვანელობასთან კონტაქტები კონსტრუქციულად გრძელდება.